ადგილობრივი არჩევნები პალაკატების “ომით” დაიწყო. “ომში” ახალქალაქის მერობის კანდიდატები და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას პარტია მონაწილეობს.
ახალქალაქში წინასაარჩევნო პერიოდი გვიან დაიწყო. ყოველი პარტიის კანდიდატი, მმართველი პარტიის გარდა, ირწმუნება, რომ პრობლემა ოპოზიციურ პარტიებში ფინანსების ნაკლებობაშია. თუმცა, ახალქალაქის ქუჩებში მერობის კანდიდატებისა და პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” პლაკატების ნახვა შესაძლებელია. ექსპერტების აზრით ეს პარტია მთელს საქართველოში მმართველი პარტიისთვის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეა.
მთელს ქალაქში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატების არსენ კარაპეტიანისა და მმართველი პარტიიდან მელქონ მაკარიანის პლაკატებია გამოფენილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მელიქ რაისიანის პლაკატები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბევრი არ არის.
უკვე რამდენიმე დღეა, ზოგიერთ ადგილას, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის პლაკატები ჩამოხეულია. ეს თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება. აღვნიშნავთ, რომ ქმედება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით დასჯადია (მუხლი 80). სააგიტაციო მასალების, მათ შორის პლაკატების ჩამოხევის, დაზიანებისა და ჩამორთმევისთვის, კანონი 1000 ლარიანი ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ თანამდებობის პირი გააკეთებს ამას, ჯარიმა ორმაგდება- 2000 ლარი. როგორც ფოტოსურათებიდან ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში პლაკატზე ასახული პირის ვინაობაც არ ჩანს.
წინასაარჩევნო პერიოდში პლაკატების ჩამოხევა ისევე არ შეიძლება, როგორც არჩევნების შემდეგ მათი დატოვება.
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში კამპანიის მასალების მოხსნა უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აგებს პასუხს.
თუმცა, ახალქალაქში არც ჩამომხევი ისჯება და არც ვინც არ ხსნის, როცა საჭიროა.