როგორ ჩაიარა ჯავახეთში საპარლამენტო არჩევნებმა, პარლამენტის ლეგიტიმურობისა და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების მაღალი პროცენტის გამო ეთნიკური უმცირესობების მიმართ ბრალდებების შესახებ Jnews ესაუბრა არნოლდ სტეპანიანს, რომელიც არის ორგანიზაცია „საზოგადოებრივი სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველოს“ პრეზიდენტი. ეს ორგანიზაცია არჩევნების წინ და კენჭისყრის დღეს ჯავახეთში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, ხუთპროცენტიანი ბარიერი ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ეს არის „ქართული ოცნება“, კოალიცია „ცვლილებებისთვის – მელია, გირჩი, დროა“, „ერთობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „გახარია – საქართველოსთვის“. პარლამენტში შემავალმა პარტიებმა გადაწყვიტეს უარი თქვან მანდატებზე, რადგან ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს.
„საზოგადოებრივი სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ახალი პარლამენტი ერთპარტიული ლეგიტიმური პარლამენტი იქნება. ლეგიტიმაციისთვის მინიმუმ 76 დეპუტატია საჭირო, „ოცნებამ“ კი 89 მანდატი მიიღო.
ჯავახეთში ოპოზიციამ ხმების მხოლოდ 12-13%-ის მოპოვება შეძლო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების დარჩენილი 87-88% მიიღო.
არნოლდ სტეპანიანის ორგანიზაცია ჯავახეთში ყოველ არჩევნებზე, არჩევნებამდე და არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს. ის მიიჩნევს, რომ ჯავახეთში 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვეულ რეჟიმში -ცუდად ჩატარდა, მაგრამ მარნეულთან შედარებით ნაკლები დარღვევებით, მაგრამ არა არჩევნების მაღალი ხარისხის, არამედ იმის გამო, რომ კონკურენცია არ იყო.
„ოპოზიციამ არ გაამახვილა საჭირო ყურადღება, რამდენადაც საჭიროა ჯავახეთში, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არ შეიყვანა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები თავიანთ სიებში და რატომღაც ფიქრობდნენ, რომ მათ ხმა უნდა მიეცეს“, – ამბობს არნოლდ სტეპანიანი.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გამოაცხადა, ეროვნული უმცირესობების მიმართ სოციალურ ქსელებში მრავალი ბრალდება გავრცელდა, მათ შორის სომხებით დასახლებულ ჯავახეთის რეგიონის მცხოვრებლების მიმართ, რომ „ოცნების“ გამარჯვებაში ეთნიკური უმცირესობები არიან დამნაშავეები.
ორგანიზაცია „საერთოსაზოგადოებრივი მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი, ეროვნული უმცირესობებისადმი მიმართული მსგავსი განცხადებების კომენტირებისას, შემდეგს ამბობს:
„ამას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ამის ცოტა რამ ესმით, ან ცდილობენ მანიპულირებას, რადგან საპარლამენტო მანდატები რეგიონებში პარტიების პროცენტული მაჩვენებლით კი არ არის დათვლილი, არამედ ქვეყანაში მიღებული ხმების საერთო რაოდენობით.ჯავახეთის ერთი ხმა კახეთის ერთი ხმის ტოლია. ახალქალაქში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიცემული ხმები ნაკლები იყო, ვიდრე თბილისის ვაკეში. „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მოაგროვა ვაკეში, ვიდრე ახალქალაქში, საბურთალოში კი უფრო მეტი ხმა, ვიდრე მარნეულში“, – ამბობს არნოლდ სტეპანიანი.