ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში COVID-19-ის ვაქცინის ვებსაიტზე (booking.moh.gov.ge) მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჯავშნები არ არის. დღეში 50-მდე ადამიანი იცრება, თუმცა კვირის წინ საშუალოდ დღეში 120 ადამიანი იცრებოდა. Რა არის ამის მიზეზი?
JNEWS-ის მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესის მაშტაბები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვაქცინაციას აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში პედაგოგებიც შეუერთდნენ. ეს მოხდა, რაც გამოცხადდა, რომ შესაძლოა ქვეყანაში სავალდებულო ტესტირება ფასიანი გახდეს. სექტემბრის დასაწყისში ახალქალაქში აცრილთა რაოდენობამ 120-150 ადამიანს მიაღწია, რომელთა უმრავლესობა მასწავლებელი იყო. Jnews-ის კვლევის თანახმად, 8 სექტემბრისთვის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა 37,72% აცრილია.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლების ტესტირება ფასიანი არ იქნება. შესაბამისად, მასწავლებლებს შორის ვაქცინაციის აქტივობა ჩაცხრა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, თუ სექტემბრის დასაწყისში ყოველკვირეულ სიაში 20-25 ადამიანი მასწავლებლები იყო, ამ კვირაში მხოლოდ 7-ია.
15 სექტემბერს სასკოლო პროცესი დისტანციურად დაიწყო. დაწყებითი კლასელებისთვის სწავლის დაწყება 4 ოქტომბერს იმ იმედით გადაიდო, რომ ვაქცინირებული მასწავლებლების რაოდენობა გაიზრდებოდა და პანდემიის სიმძლავრე შესუსტდებოდა.