სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 23-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12 067-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 257 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 239 113 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 239 ადამიანი გარდაიცვალა.