28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში​ კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევაა  გამოვლენილი. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge, განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობაა 1906.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

საკარანტინო რეჟიმში 5,650 ადამიანი იმყოფება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836 ადამიანი საავადმყოფოებშია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.