ახალქალაქის კულტურული და გასართობი დაწესებულებები, გამონაკლისის გარდა, ძირითადად დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.
სამხატვრო და მუსიკალური სკოლა, მუზეუმი და მომავლის სახლი დისტანციურად მუშაობენ. ადმინისტრაცია დაწესებულებებში შემცირებული რაოდენობით მუშაობს. მოსწავლეებს არ იღებენ; სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურად გაგარძელდება.
”4 ოქტომბრამდე ყოველი დაწესებულება დისტანციურად მუშაობს, სანამ არ გავიგებთ კვალ ონლაინ დარჩება თუ არა. ბაზრის, სანიტარული დასუფთავებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის გარდა, ჩვენი სისტემის ყოველი დაწესებულება – მუზეუმი, ბიბლიოთეკა, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა, მომავლის სახლი, სპორტული კომპლექსი, სპორტული სკოლა, ჭადრაკის სკოლა, კულტურის სახლი, აშუღის სკოლა , სტადიონი ონაინ რეჟიმზეა”, – განმარტა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დირექტორმა ვალერი სტელმაშოვმა.
სპორტული სკოლა და კომპლექსი, სტელმაშოვის თქმით, გამონაკლისის სახით ფეხბურთის გუნდისა და მოკრივეებისთვის გახსნილია:
”ზოგჯერ სპორტსკოლა ფეხბურთში შეჯიბრებას ატარებს, ბიჭები საქართველოს რეგიონალურ ლიგაში მონაწილეობენ, ამიტომ, გამონაკლისის სახით ისინი ვარჯიშს აგძელებენ, ხოლო სპორტულ კომპლექსში მოკრივეები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, ვარჯიშობენ, რათა ფორმა არ დაკარგონ. ეს 5-6 ადამიანი ჩვენი საუკეთესო სპორტსმენები არიან. დარბაზში ხალხმრავლობა არ არის. სხვა დაწესებულებებში მხოლოდ ადმინისტრაცია მუშაობს, მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლობენ ”.