ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, 489 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 253 600 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 236 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა.