საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 954 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 920 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 141, „პისიარ“ ტესტით – 10 779.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,55%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო 7 დღის – 6,89%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 559 996 გამოჯანმრთელდა, 8 541 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 646 441 აცრა, დღიურად აცრილია 14 071

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 446 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 225 პირი.

ამასთან, 18 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 232 პაციენტი, გარდაიცვალა 52 ადამიანი.