ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდება, ქალთა რიცხვი გაიზარდა, რაც ჯავახეთისთვის სიახლეა.
4 წლის წინ, ისევე როგორც წელს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა საკრებულოს დეპუტატები და მერები აირჩიეს. რეგიონში, სადაც თვლიდნენ, რომ პოლიტიკა მამაკაცის საქმე იყო, საკრებულოში 2 ქალი შევიდა. მთელი საქართველოსთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ნინოწმინდაში პირველი ქალი მერი აირჩიეს. ყოველ არჩევნებზე, მამაკაცების წნააღმდეგობის მიუხედავად, ქალი დებუტატებისა და ჩინოვნიკების რაოდენობის გაზრდისათვის განსხვავებული რეგულაციები შემოიღეს. უამრავ მიზეზს იგონებე, რათა ქალები პოლიტიკას ჩამოაშორონ. თუმცა, წელს ჯავახეთში დეპუტატი ქალების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ზოგიერთი ასპექტის, მაგალითად პროპორციულ სიებში ბოლო კანდიდატად ყოფნის მიუხედავად.
პარტიული კანდიდატები სიებით
“მესამე ძალის” პარტიამ ახალქალაქში 24 კანდიდატიდან 15 ქალი წარადგინა. ნინოწმინდაში ამ პარტიას პროპორციული კანდიდატები არ ჰყავს.
„ევროპული საქართველოდან“ 28-დან 9 ქალი კანდიდატია წარდგენილი, ხოლო 10-დან 32 ადგილამდე 7 ქალი კანდიდატია სიაში. ნინოწმინდაში „ევროპული საქართველოს“ პარტიას 17-დან 6 ქალი კანდიდატი ჰყავს. განსხვავებული ნომრებით კანდიდატები 3-დან 22-ე ადგილებზე არიან.
ახალქალაქის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” 27 -დან 6 ქალი კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი. ერთი მათგანი ეროვნული უმრავლესობის წარმომადგენელია. პარტიის სიებში ქალები 3 -დან 27-ე ადგილებზე არიან. ნინოწმინდაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 23 -დან 7 ქალი კანდიდატი. აქ ქალები სიებში 1-დან 22 ადგილს იკავებენ, მაგრამ ქალთა კანდიდატების უმეტესობა სიის ათეულში არ შედის.
ნინოწმინდაში “ევროპელი დემოკრატები” 20 კანდიდატითაა წარმოდგენილი, აქედან 14, ანუ ნახევარზე მეტი ქალია. ერთ-ერთი კანდიდატი ტიტულოვანი ერის წარმომადგენელია. პარტიას ახალქალაქში, 26 ქალი კანდიდატიდან 9 ჰყავს წარმოდგენილი, ერთი მათგან ეროვნული უმრავლესობის წარმომადგენელია.
ახალქალაქის “პატრიოტთა ალიანსის” პარტიამ სიაში 29 კანდიდატი, მათ შორის 9 ქალი ჩართო. ნინოწმინდაში მხოლოდ 18 კანდიდატია, მათგან მხოლოდ 6 ქალი.
ახალქალაქში “ლელოს” პარტიამ სიაში 25 ადამიანიდან 11 ქალი ჩართო. მათგან 9 ათეულშია. ნინოწმინდაში ამ პარტიას კანდიდატები საერთოდ არ ჰყავს.
„ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ახალქალაქში 31 კანდიდატითაა წარმოდგენილი, მათგან 20 ქალია. თუმცა, ამ სიებში სომხური უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ არის. ნინოწმინდაში პარტია 19 კანდიდატით წარდგა, მათგან 14 ქალია. კანდიდატებს შორის 1 სომეხია, დანარჩენი ტიტულოვანი ერის წარმომადგენლები.
ახალქალაქში პარტია “ევროპელი სოციალისტები” 30 კანდიდატითაა წარმოდგენილია, მათგან 21, ანუ უმრავლესობა ქალია. ნინოწმინდაში პარტიას კანდიდატები არ ჰყავს.
ახალქალაქში “გირჩი” 31 კანდიდატით წარსდგა, მათგან 10 ქალია. ნინოწმინდაში გირჩის პარტიას კანდიდატები არ ჰყავს.
ახალქალაქის არჩევნებში “თავისუფალი საქართველოდან” 30 კანდიდატით მონაწილეობს, უმრავლესობა, 21 კანდიდატი ქალია. ნინოწმინდის არჩევნებში პარტია არ მონაწილეობს.
ახალქალაქში საქართველოს ყოფილი პრემიერ -მინისტრის პარტიიდან – “გახარია საქართველოსთვის” – 38 კანდიდატი წარსდგა, მათგან 17 ქალია. თუმცა, ისევე როგორც ნათელაშვილის პარტიის შემთხვევაში, გახარიას პროპორციულ სიებში მხოლოდ ერთი ნომერია სომეხი. ნინოწმინდაში პარტიას 23 კანდიდატი ჰყავს, მათგან 10 ქალია. ნარინე გინოსიანი ნინოწმინდაში პირველი ნომრით წარსდგა. დეპუტატი ცნობილია მმართველი პარტიის ყოფილ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან დაკავშირებული შევიწროების საქმითა და ნინოწმინდაში საბავშვო ბაღების ასოციაციის გაფლანგვის სისხლის სამართლის საქმით.
ახალქალაქში მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არჩევნებში 30 კანდიდატით მონაწილეობს, მათგან 10 ქალია. 10 ქალიდან მხოლოდ 3 მათგანია სიის ათეულში. ნინოწმინდაში „ქართულ ოცნებას“ 24 კანდიდატი ჰყავს, მათგან 8 ქალია.
სქესი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
ახალქალაქში 7 პარტიამ მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. მათ შორის მხოლოდ “მესამე ძალის” პარტიამ დაასახელა 7 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები, მათგან 6 ქალი. ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ”- 2 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარი კანდიდატებიდან 1 ქალია. დანარჩენმა პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატი ქალები არცერთ უბანზე არ წარმოადგინეს.
ნინოწმინდაში 4 პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, რომელთაგან მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ პარტიას ჰყავს 5-დან 2 ქალი კანდიდატი. ხოლო პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ – 6-დან 2 ქალია. პარტია “მესამე ძალას” 2 მამაკაცი კანდიდატი ჰყავს, ხოლო მმართველი პარტიიდან – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ათივე კანდიდატი მამაკაცია.
ჯავახეთში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 493 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთაგან 223 ქალია. მაჟორიტარული სიების მიხედვით, არჩევნებში 53 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 7 ქალია. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მერობის არჩევნებში 6 კანდიდატი მხოლოდ ერთია ქალი.
რატომ მეტი ქალი
საარჩევნო ექსპერტისა და ორგანიზაციის – „სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით, ქალების რაოდენობა არა მხოლოდ კვოტებში გაიზარდა. არჩევნებამდე პარტიები კანდიდატი ქალების სიის ბოლოს ჩასმას ცდილობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებს მცირე შანსი ჰქონდათ.
”ეს არის პირველი ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც კვოტები შემოიღეს, ანუ სიაში ყოველი მესამე კანდიდატი საპირისპირო სქესის უნდა იყოს. ამისთვის ფინანსური წახალისებაც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სიაში ყოველი მესამე ქალი არაა. ქალების მონაწილეობისთვის ფინანსური წახალისება ადრეც იყო, უბრალოდ მაშინ ნაკლებად ეფექტური იყო. მას შემდეგ თითქმის ყველა ქალი სიების ბოლოს აღმოჩნდა”, – განმარტავს ალექსანდრა.
პოლიტიკურმა პარტიებმა ამჯობინეს ან ქალები სიებში არ ჩაერთოთ, ან არჩევნების შემდეგ კანდიდატურა მოეხსნათ. თუმცა, წელს ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდა.
”თუ ქალი მოხსნის კანდიდატურას, მაშინ ის იმავე სქესის კანდიდატით უნდა შეიცვალოს. თუ ის ქალი იყო, მაშინ სიაში ქალი ცვლის, თუ ის კაცი – კაცი ცვლის. მაგალითად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში იგივე პრინციპი მოქმედებდა. ამის შემდეგ “გირჩის” პარტიამ ყველა ქალი კანდიდატი მოხსნა. ფაქტობრივად, მათ მხოლოდ მამაკაცები შეცვლის. ანუ, მათ ყველა ქალი იმისთვის მოხსნეს, რომ განმარტებითი ჩანაწერები აეცილებინათ თავიდან. რათა, ამ არჩევნებზე ეს აღარ განმეორდეს, კანონში ისეთი გარდამავალი დებულებაა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია ყველა ქალს მოხსნის მისისიიდან, მაშინ ის სრულად მოიხსნება რეგისტრაციიდან“, – აცხადებს ალექსანდრა კალატოზიშვილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალების ყოფნა მაშინვე შესამჩნევი გახდა: კომისიისა და ბიუროს შეხვედრები მეტი ფორმალობით ჩატარდა. არ იყო თავისუფალი ადგილები, მოწესრიგდა საკრებულოს შენობა. ინფორმაციის გაცემა და დოკუმენტაციის ჩაწერაც მოწესრიგდა. წელს ქალების არჩევით რა ცვლილებები გატარდება, არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.