JNEWS-ი წარმოგიდგენთ ახალქალაქის თვითმმართველი თემის არჩევნებში მონაწილე 12 პოლიტიკური პარტიის სიის პირველ ნომრებს. ვინ არიან ისინი? რა პოლიტიკური გამოცდილება აქვთ? რისთვის იბრძვიან და რისი შეცვლა სურთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში?
წარმოგიდგენთ ახალქალაქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატების პირველ ნომრებს პარტიული სიის მიხედვით.
(№1) ჯულიეტა აივაზიანი – სიის პირველი ნომერი პარტია «მესამე ძალიდან». ის ერთადერთი ქალი კანდიდატია, რომელიც ახალქალაქის პარტიულ სიას ლიდერობს და არის ახალბედა პოლიტიკოსი.
JNEWS– ის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია «მესამე ძალა», ჯულიეტა აივაზიანმა განაცხადა: «მე უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ ამ პოლიტიკურ ძალასთან. წლეულს, ამ არჩევნებისთვის ამირჩიეს. ეს პარტია უფრო ახალგაზრდულია, დადგა დრო, რომ დანარჩენებმა სხვებს დაუთმონ ასპარეზი, პროგრამები და იდეები. აუცილებელია ახალგაზრდებისთვის გზის დათმობა. არც ამჟამინდელი თანამშრომლები არიან ცუდი, მაგრამ ახალგაზრდებს უკეთესი იდეები აქვთ».
(№2) არუთუნ ალექსანიანი – პარტია «ევროპული საქართველო», პროპორციული სიის პირველი ნომერია.
«პარტია ევროპული საქართველოს დაარსების დღიდან ვარ ახალქალაქის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ვარ ნომერი პირველი. მოკლედ, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი მიზანი არის ევროინტეგრაცია. დღევანდელ პირობებში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკიდან არ ჩანს, თუ რა მიმართულება აქვთ მათ. მაგრამ ჩვენი არის აშკარა ევროპული ორიენტაცია. ჩვენ ვხედავთ ჩვენს მომავალს ევროინტეგრაციაში».
არუთუნ ალექსანიანი ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი იყო. მას სურს კვლავ გახდეს დეპუტატი, რაც დაეხმარება გადაჭრას ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – წყალმომარაგება.
«ზოგადად, ბევრი პრობლემაა. ყოველწლიურად იგივე პრობლემაა- წყალი. მე ვფიქრობ, რომ წყლის რესურსების მქონე რეგიონში, ეს პრობლემა მეტად მტკივნეულია. ამ საკითხისადმი უფრო გლობალური მიდგომაა საჭირო. უნდა დაიგეგმოს უფრო დიდი აქტივობა, რათა ეს საკითხი დაუყოვნებლივ მოგვარდეს. რაც შეეხება გზებს, ვიტყვი, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკმარისი სამუშაო შეასრულა, ეს არის სახელმწიფო პროგრამა და ამ თვალსაზრისით ცუდი არ არის. ბევრი პრობლემაა, მაგალითად, მიწების საკითხი, ამ საკითხით კონკრეტულად უნდა დავკავდეთ».
(№5) შირვან შირინიანი – პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» სიის პირველი ნომერი. ის არის ოპოზიციური პარტიის წევრი და დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. პოლიტიკაშია 1990 წლიდან არის. ახალქალაქის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
«მე ვარ «გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის» პარტიულ სიაში, რადგან მჯერა, რომ მათი იდეები სხვებისაზე უკეთესია».
შირვან შირინიანი იბრძვის სამართლიანობისთვის. « ყოველთვის ვიბრძოდი სიზუსტისთვის, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტის განაწილებისას მან ადგილობრივ მოსახლეობამდე მიაღწიოს და ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს. მინდა, რომ ყველა სოფელს აუცილებლად მიეწოდოს სასმელი წყალი, რათა სარწყავი სისტემა აღდგეს ყველა სოფელში და შემცირდეს ადამიანების პრობლემები. რაც მთავარია, რეგიონალური ბიუჯეტი უნდა გადანაწილდეს მხოლოდ მოსახლეობაზე და არა სხვა ადგილებზე».
(№6) ხაჩიკ აივაზიანი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია «ევროპელი
ხაჩიკ აივაზიანი 2006-2010 წლებში ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. როგორც თავად ამბობს პოლიტიკაში 1988 წლიდან არის.
«მე ახალქალაქში საკრებულოს ვხელმძღვანელობდი, შეიძლება ითქვას, რომ მე ჩამოვაყალიბე. მე გადავწყვიტე ამ არჩევნებში მონაწილეობა, რათა გამეზიარებინა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ჩვენს მხარეში. პარტია «ევროპელ დემოკრატებში» არის ევროპა და დემოკრატია».
(№8) სიმონ მანანიანი – ნომერი პირველია «დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» სიაში. ამ ბლოკიდან ეს მისი მესამე არჩევნებია.
«ბლოკის ლიდერები თავიანთ გამოსვლებში ყოველთვის აყენებდნენ სომეხთა გენოციდის საკითხს და მხარს უჭერდნენ სომეხ ხალხს. დღეს მათ სურთ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეთ. ჩვენი ხალხის 70% რუსეთში მუშაობს და ყოველდღიურ პურის ფულს იქ შოულობს. ასე რომ, ეს პარტია ძალიან ახლოს არის ჩემთან».
სიმონ მანანიანი ახალქალაქის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია, ის ხელახლა წარადგინეს, რათა შეძლოს დაუმთავრებელი საქმეების დასრულება.
«რატომ მინდა კვლავ გავხდე საკრებულოს წევრი? იმიტომ, რომ არის დაუმთავრებელი საქმეები. მაგალითად, ჩვენს სოფელში – ალასტანში არ არის დაგებული გზები, არ გვაქვს საბავშვო ბაღი. არც ერთ სოფელში არ არის სათამაშო მოედნები, ბევრი სხვა პრობლემაა ჩვენს მხარეში. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი საკითხი დავაყენეთ, სამწუხაროდ, ყველა მათგანის რეალიზება ვერ შევძელით, რადგან ეს რთული პროცესია. კორონავირუსის გამო ბევრი რამ ვერ შევძელით».
(№9) ზაქარ ზაქარიანი პარტია «ლელოს» სიის ლიდერია. ასევე არის ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან – «დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი». როგორც თავად განმარტავს, არასდროს ყოფილა ბლოკის წევრი, სთხოვეს მონაწილეობა, მას არ აქვს პოლიტიკური შეხედულებები.
”კენჭი ვიყარე «პატრიოტთა ალიანსის» ბლოკიდან, მაგრამ არ ვიყავი პარტიის წევრი. რაც შეეხება «ლელოს», ნება მომეცით ვთქვა, რომ აქ პოლიტიკური თვალსაზრისი არ არსებობს, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მთხოვა, რომ მას ახალქალაქში ხმებით დავეხმარო. ეს უფრო მეგობრული მომენტია ვიდრე პოლიტიკური. მინდა შევიდე საკრებულოში, რადგან ჩვენს რეგიონში ყველაზე მტკივნეული საკითხია მიწის პრივატიზება. სოფლების 50% -ზე მეტს არ აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, იმისთვის, რომ გარშემო მყოფი სოფლები უფრო კომფორტული იყოს, საჭიროა განათება. თუმცა, განათება არის, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც საჭიროა».
(№10) ალიკ ბაღდასაროვი – პირველი ნომერი «შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან». ის მრავალი წელია ამ პარტიის წევრია.
„შემომთავაზეს ახალქალაქში კენჭისყრა და დავთანხმდი. როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოში, მე უკვე ინტეგრირებული ვარ ქართულ საზოგადოებაში, ვიცნობ სომხების პრობლემებს, ვიცი როგორ გადავწყვიტო ისინი. არა მხოლოდ სომხების, არამედ ეროვნული უმცირესობების ყველა წარმომადგენლის ჩართულობა და ინტეგრაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში “.
ბაღდასაროვი არ ცხოვრობს ახალქალაქში, მაგრამ არჩევის შემთხვევაში, აპირებს გადმოსვლას, რათა უფრო ახლოს გაეცნოს ადგილობრივი სომხების პრობლემებს.
”მე არ ვცხოვრობ ახალქალაქში, მაგრამ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და, თუ გაირკვა, რომ საკრებულოში შევალ, რა თქმა უნდა, შევძლებ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ეს არ არის პრობლემა, რადგან ხშირად ვნახულობ ჩემს ნათესავებს. ანუ გადმოვალ საცხოვრებლად ახალქალაქში და უკეთ გავეცნობი ადგილობრივ პრობლემებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვა. ახალქალაქში სპეციალური საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას ვაპირებს”.
(№19) სერგეი დარბინიანი პარტია «ევროპელი სოციალისტების» პროპორციული სიის პირველი ნომერია. JNEWS- მა ვერ შეძლო დარბინიანთან დაკავშირება დღის განმავლობაში. მისი ნომერი მიუწვდომელი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ სერგეი დარბინიანი ახალგაზრდაა და პოლიტიკაშიც ახალბედაა.
(№25) აშოტ ხანოიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში კენჭს პარტია «გახარია – საქართველოსთვის» მხრიდან იყრის.
აშოტ ხანოიანი განმარტავს, თუ, რატომ გახარიას პარტია? «ეს არის თანაგრძნობა, საქართველო ჩამოყალიბდა მისი მმართველობის წლებში, მომწონს მისი მუშაობა. ეს ახლოსაა ჩემს იდეებთან, ასე რომ, მე გახარიასთან ვარ».
კითხვაზე, თუ რატომ სურს ახალქალაქის საკრებულოს წევრობა? მან პასუხისგან თავი შეიკავა.
«ჯერ ადრეა, მე ვიტყვი, როდესაც დრო მოვა, სწორი იქნება ამის მოგვიანებით თქმა. ბევრი პროგრამაა, ბევრი პრობლემაა რეგიონში, თქვენ ეს კარგად იცით. არჩევნების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა, ახლა ნაადრევია გეგმებზე საუბარი».
(№36) დიმიტრი ტუფური- ნომერ პირველია «გირჩის» პროპორციულ სიაში. ტუფურასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ პარტიამ თქვა, რომ ახალქალაქში ტექნიკური ხასიათის სია აქვთ.
(№37) ამირან ოქროპირიძე პარტია «თავისუფალ საქართველოს» სიის პირველი ნომერია. JNEWS– მა მასთან დაკავშრებაც ვერ შეძლო.
(№41) ნაირი ირიციანი პარტია «ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს» პროპორციულ სიას ლიდერობს. ის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა. არჩევნებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 20 წელია პოლიტიკაშია.
«დღეს ჩვენს ქალაქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატები, კარაპეტ პალოიანი და ჰაკობ ჩახმახიჩიანი, ჩემზე მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე მე, მათ ვერ სევედრები. მე კარგი ვარ, მაგრამ არა მათზე უკეთესი».
ნაირი ირიციანს სურს კვლავ გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე, რათა სახელმწიფოს მოახმაროს ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დააგროვა.
«რატომ მინდა ისევ დავრჩე ხელისუფლებაში? ფაქტია, რომ ჩვენ ხშირად ვერ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს, რადგან ეს არ შეესაბამება ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას. ეს არ ეხება მხოლოდ ფინანსებსა და ინფრასტრუქტურას. მაგალითად, დემოკრატიის იგივე კონცეფცია, სამუშაო ადგილების შექმნა და არა მხოლოდ დაგებული გზის სიგრძე, რაც უფრო გრძელია, მით უკეთესი. როდესაც პირველად მოვედი პოლიტიკაში, იდეები სრულიად განსხვავებული იყო, ყველაფერი წლიდან წლამდე იცვლებოდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ გენდერს შეეძლო პოლიტიკაში როლი ეთამაშა, მაგრამ ახლა მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ყოფნა პოლიტიკაში. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვემსახურო სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, ჩვენი რეგიონის განვითარებას».
«ოცნების» პროპორციული სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად იმოქმედოს.
« მინდა, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ძალიან ვართ დამოკიდებული გუბერნატორის ადმინისტრაციაზე, თბილისზე, სამინისტროებზე და ა.შ. აუცილებელია მეტი თავისუფლება მივცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას».
ახალქალაქში, 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, რომელთაგან მხოლოდ 7 -მა დაასახელა მაჟორიტარი კანდიდატი. ახალქალაქის რეგიონში 36 720 ამომრჩეველია რეგისტრირებული.