საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ვითარებაზე, შედეგებსა და ოპოზიციისა და მართველი პარტიის ქმედებების შესახებ Jnews-ს ქართული სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი (GSAC), ვიცე-მერი და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი (2004-2005), აჭარის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი (2006-2010) და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, გიორგი ვასაძე ესაუბრა.
– როგორ აფასებთ გასულ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს?
– პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ, გამოიყენებოდა ადმინისტრაციული რესურსი, იყო ამომრჩევლების მოსყიდვა, გამოიყენებოდა ძალოვანების ზეგავლენა… ჩვენ ამ ყველაფერს მივეჩვიეთ, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია. ამ საკითხზე არავინ ნერვიულობს, აღშფოთდებიან და განაგრძობენ. მაგრამ ახლა “ოცნება” უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მათ ოქმების გადაწერა მოუწიათ. ეს უკვე უბრალო მოსაზრება კი არ არის, ეს ჩვენი გამომძიებლების მიერ არის დამტკიცებული.
– კონკრეტულად როგორ?
– რიგ მონაკვეთებში იყო უცნაური აქტიურობა – ეს ბუნებრივია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უამრავი ოქმი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არ ემთხვევა მოსულ და მართველი პარტიისათვის ხმის მიმცემთა რაოდენობას. მაგალითად, მოვიდა 800 ადამიანი, ხმა მისცა 2000 ადამიანმა, როგორ მოხდა მსგავსი რამ? რეალურად, მე ვვარაუდობ, რომ მოხდა შემდეგი რამ. ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ადმინისტრაციული რესურსი საკმარისი იქნებოდა და, როდესაც დაინახეს, რომ ეს ასე არ არის, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის მაგივრად, რომ პარლამენტში ყველა შეეშვათ, იქ მცირე განსხვავებები იქნებოდა, ხოლო შემდგომ ყველა პარტიასთან, ან დეპუტატთან ცალ-ცალკე შეთანხმებულიყვნენ, უბრალოდ გადაწყვიტეს მოგება დაეწერათ თავიანთთვის. ასე არ ხდება, ასე არ კეთდება. და კიდევ, ჩვენ შედეგებს მუდამ 22:30, 23:00, მაქსიმუმ 23:00 საათზე გვატყობინებდნენ. ამჯერად ოთხის ნახევრამდე გაწელეს. დილის ოთხის ნახევრამდე არც ერთი შედეგი არ ყოფილა. პროტოკოლების 30% მათ დილის ოთხის ნახევარზე გამოაცხადეს. დაიბადა შეკითხვები, დიდხანს რატომ გაგრძელდა? რას აკეთებდით ამ დროის განმავლობაში? გასაგებია, რომ იქ არ ემთხვეოდა, არ იყო ეს ყველაფერი ცენტრალიზებული, ამიტომ იყო ამდენი შეცდომა. ყველა უწყისი, რომ მიეღოთ და ცესკო-ში გადაეკეთებინათ, ასეთი შეცდომები არ იქნებოდა, მაგრამ, რადგან ეს იყო ექსპრომტი, იყო ძალიან ბევრი შეცდომა.
– გააპროტესტებენ თუ არა შედეგებს?
– ჩვენ პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ. “ქართული ოცნების” გარდა ყველამ თქვა, “პატრიოტთა ალიანსიდან” დაწყებული “ქართული მარშით” დამთავრებული, რომ ეს არჩევნები ფალსიფიცირებული იყო.
– მერე რა იქნება?
– ეს კი არავინ იცის, რადგან ბევრი ვარიანტია. “ოცნებისთვის” ძალიან რთულია ვინმესთან მოლაპარაკება, რადგან ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ პარლამენტში არ შევლენ.
– შეიძლება პარლამენტში მხოლოდ “ქართული ოცნება” აღმოჩნდეს»?
– შეიძლება. იურიდიულად შეუძლია, მაგრამ, როგორი იქნება ამ ხელისუფლების დროს პოლიტიკური ლეგიტიმაცია?
– რას მოიმოქმედებს ოპოზიცია?
– ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ატარებს, ყველა პარტია საკუთარ პროტესტს გამოხატავს. “პატრიოტთა ალიანსი” თავისას, “ქართულმა მარშმა” “ქართული ოცნების” ოფისს შემოარტყა ალყა… პირველ დღეს მაშინვე ბევრი ადამიანი შეიკრიბა, ისინი კვირას დიდი საერთო მიტინგის გამართვას აპირებენ.
– რამდენად ეფექტიანია მიტინგები?
– მიტინგი ამ შემთხვევაში ფონია, ილუსტრაცია. არ აქვს მნიშვნელობა მიტინგს, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-ს საელჩოს და საერთაშორისო დამკვირვებლების რეაქციას, რომლებმაც თავიდან თქვეს, – “მეგობრებო, არჩევნები თავისუფლად და კონკურენტულად ჩატარდა”, მაგრამ არ თქვეს, რომ სამართლიანად ჩატარდა. სამართლიანი მას შემდეგ უნდა თქვან, რაც მთლიან მონაცემებს მიიღებენ. და, როდესაც მათ უთხრეს, აი, ამდენი დარღვევაა, ფალსიფიკაცია – მათ დოკუმენტები მოითხოვეს. თუკი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რადგან ახლა ისინი შეუერთდნენ, Transparency International, SAIA, ამ დოკუმენტების სპექტრს წარუდგენენ, ჩვენც წარვადგენთ ჩვენს გამოკვლევას, მაშინ შეიძლება გამოვიდეს, რომ “ქართულ ოცნებას” არ ექნება ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ.
– ყოველივე რას გამოიწვევს?
– ეს საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს, რადგან “ქართული ოცნება” არასდროს წავა. ივანიშვილი ამაზე წამსვლელი არ არის. რადგან მას კონკრეტული ფინანსური ინტერესები აქვს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ყველაფერი – კონფლიქტის განვითარების სტადიებია.
– რატომ ითხოვს ოპოზიცია განმეორებით არჩევნებს?
– ახალ საარჩევნო კომისიასთან ერთად. რათა ეს საარჩევნო კომისია არ იყოს, რომელმაც არჩევნების ფალსიფიცირება მოახდინა.
– ანუ გამოდის, რომ არჩევნები კიდევ იქნება…
– მე არაფერი ვიცი. აზრზე არ ვარ. თუკი ვინმე იტყვის რომ იცის – მოიტყუება. ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი. მე შემიძლია ვთქვა, თუ რა მსურს მე. თუკი ახლა არჩევნები ჩატარდება და კოალიციური ხელისუფლება იქნება, მასში ყველაფერი იქნება. ნაციონალებიდან ნინო ბურჯანაძემდე . ეს გასაოცარი კოალიცია იქნება, მათ ერთმანეთის კონტროლი შეუძლიათ. ეს იდეალური ვარიანტია. ეს ის ვარიანტია, როდესაც ხელისუფლება არავისია და ყველაზე მთავარი, ხელმძღვანელი არ არის.