20 ოქტომბერს, თბილისში ევროპის არჩევის მხარდამჭერი მარში გაიმართა, სხვადასხვა ადგილებიდან შეკრებილი მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდნენ.
17:00 საათიდან მსვლელობა გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ძეგლიდან, მთაწმინდიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყო. დედაქალაქის სხვადასხვა ადგილიდან დაწყებული მარშის მონაწილეები 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მსვლელობის დასასრულს კონცერტი გაიმართა.
აღვნიშნავთ, რომ მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელიც თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა.
„ჩვენს პარტნიორებს მინდა მივმართო, ეს იქნება ევროპელი თუ ამერიკელი, და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, რომელზეც ვერც კი იოცნებებთ, როდესაც ევროპაში შევალთ. ამ დღეებში თქვენგან „თუკი“ ან „რა“ სიტყვების მოსმენა არ მინდა, ყველაფერი ნათელია, საქართველო გამარჯვებულია, და მისი მომავალიც გაიმარჯვებს“,- თავისუფლების მოედანზე განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
ასევე აღვნიშნავთ, რომ მსვლელობის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა წარწერებით ტრანსპარანტები ეკავათ.