სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 9 800 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კოვიდ-19 ის 244 602 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაiღუპულა 4 904 ადამიანი.