საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 981 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 851-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.