სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 006 – მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 346 224 პირი დაინფიცირდა, 333 117 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.