მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 428 358 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 85 მილიონს მიუახლოვდა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 22.7 მილიონს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.