სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სომხური მედია არმენ სარქისიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი 5 იანვარს ლონდონში დაინფიცირდა და მას კორონავირუსის ახალი შტამი გამოუვლინდა.