სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, 25 აგვისტოს დაახლოებით 23:00 საათზე აზერბაიჯანულმა მხარემ კარმრაკან-შურნუხის მონაკვეთი, კაპან-გორისის სახელმწიფოთაშორისი გზა ჩაკეტა. მითითებულ უბანში მანქანების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გზის გასახსნელად და ადამიანებისა და მანქანების ნორმალური გადაადგილების აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოგვიწოდებს თვალი ვადევნოთ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს.