გასული კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სკოლაში 200-ზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა, აქედან 10 – ახალქალაქის რაიონის სკოლებში. საჭიროა როგორც საგნის პედაგოგები, ფსიქოლოგები, სპეციალური პედაგოგები, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი.
ამჟამად ახალქალაქის რაიონის ოთხ სკოლაში 10 ვაკანსიაა გამოცხადებული.
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანის საშუალო სკოლაში ორი ვაკანსია – სამოქალაქო განათლებისა და „ჩვენი საქართველოს“ საგნის მასწავლებელი.
სოფელ ბავრას საჯარო სკოლაში სამი ვაკანსია – ბიოლოგიის, ქიმიისა და უცხო ენის მასწავლებელი (ინგლისური).
კარწახში ჯივანის სახ. საჯარო სკოლაში საჭიროა ხუთი მასწავლებელი : “ჩვენი საქართველო”, უცხო ენა (ინგლისური), ისტორია, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება, ფიზკულტურა და სპორტი.
ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახ. №3 საჯარო სკოლაში ერთი ვაკანსია – მათემატიკის მასწავლებელი.
ვაკანსიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს : teacherjobs.ge