სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ათით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 209-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 239 056 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 919 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 778 ადამიანი გარდაიცვალა.