საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 10 პროცენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 23.7 პროცენტს შეადგენს.
22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 962 165 აცრა ჩატარდა, ბოლო 24 საათში აიცრა 23 303 პირი.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 332 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ინფიცირებული.