ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ორშაბათიდან მუშაობა, ყოველი მომსახურების სამუშაო ადგილას, სამუშაო შემადგენლობის 30%-ის შენარჩუნების პრინციპით დაიწყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იურიკ უნანიანის თქმით, საყოველთაო პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ისედაც დისტანციურად მუშაობენ.

“ჩვენ ორი კვირით, როდესაც დაავადებულთა რიცხვმა დაიკლო, მუშაობის ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდით, მანამდე დისტანციურად ვმუშაობდით. კვლავ მივიღეთ შეზღუდვების ბრძანება. თითოეული სამსახურის უფროსს უფლება აქვს მომუშავეთა საერთო რაოდენობის, მხოლოდ 30% ამუშაოს, დანარჩენებმა სახლიდან უნდა იმუშაონ, იყვნენ მუდამ ხელმისაწვდომი, ქალაქიდან არ გავიდნენ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სამსახურში გამოცხადდნენ”, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ჩვეულებრივ რეჟიმზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ორი კვირით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულების შემდეგ გადავიდნენ. თუმცა, სრულყოფილ ჩვეულებრივ რეჟიმზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ გადასულან.