საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 425 შემთხვევა, აჭარაში – 598, იმერეთში – 506, ქვემო ქართლში – 163, შიდა ქართლში – 168, გურიაში – 161, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 246, კახეთში – 327, მცხეთა-მთიანეთში – 69, სამცხე-ჯავახეთში -104, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 36.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 59 659, საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 149, იმერეთში – 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 28, იმერეთში – 21.
3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613 – თბილისში, 1 247 – აჭარაში. 48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 82 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 77, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან – 21 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 25 092 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 456 პირი, აჭარაში – 8 417, იმერეთში – 4 848.