ახალქალაქის ზოგიერთი მკვიდრი, რომლებმაც აცრის გაკეთება გადაწყვიტეს და დარეგისტრირდნენ, იმ პრობლემას შეეჯახნენ, რომ უწევთ ლოდინი და დამატებითი ღელვა. ზოგი მათგანი ნერვიულობას ვერ უძლებს და სახლში აცრის გარეშე მიდის. კლინიკაში განმარტავენ, რომ სისტემა ერთი პაციენტის რეგისტრაციისთვის 6-წუთს გამოყოფს, რაც საკმარისია.
60 წელზე ასაკის უფროსი მამაკაცი რამდენიმე დღის წინ წავიდა ახალქალაქის რეფერალურ კლინიკაში, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილიყო. როგორც თავად ამბობს 11:54 საათზე დერაგისტრირდა, მაგრამ ის არ მიიღეს დათქმულ დროს. ელოდა და ღელავდა, ფიქრობდა, საჭირო იყო კი აცრა, თუმც დარეგისტრირებული იყო, რათა რაღაც დონით დაეცვა თავი.
“ვიცი, რომ თუ ავიცრები, რომც დავინფიცირდე, მსუბუქად გადავიტან, ამიტომ დავრეგისტრირდი. უბრალოდ აღარ დაველოდე, გაუგებარია ვინ შედის? ვინ იცრება? ვუთხარი, რომ დარეგისტრიტებული ვარ. მიპასუხეს, რომ ცოცხალ რიგში ჩავმდგარიყავი. მაშ, რა საჭიროა ეს რეგისტრაცია? არ ვიცი, ხელახლა დავრეგისტრირდები თუ არა, ამას ვერ გავუძლებ”, – ამბობს მამაკაცი.
მისივე თქმით, დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობში იჯდა მოსაცდელში.
ახალქალაქის კიდევ ერთი მცხოვრები, რომელიც თავის რიგს დაელოდა, ამბობს, რომ 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ გაიკეთა აცრა. ის 11:00 საათზე იყო დარეგისტრირებული და აცრა 13:00 საათის შემდეგ გაიკეთა.
რიგში ლოდინით ქალაქის კიდევ ერთი მცხოვრები დარჩა უკმაყოფილო.
“განგებ დავრეგისტრირდი ამ დროს, რადგან ვმუშაობ და ჩემთვის უფრო მისაღები დრო იყო. ცოტა წავიხემსე კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოლო ლუკმა გადავყლაპე, გამოვედი სახლიდან, რათა არ დამეგვიანა და ზუსტ დროს მივსულიყავი, რომელიც კორონავირუსის ცენტრისგან შეტყობინების სახით მივიღე. საჩქაროდ მივედი საავადმყოფოში, ზუსტად ერთი საათის განმავლობაში დამჭირდა ლოდინი, მგონია, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს, თუ არსებობს რეგისტრაციის სისტემა და ჩვენ მას ვიყენებთ, უნდა იყოს დაცული გრაფიკიც”, – ამბობს ქალაქის მკვიდრი.
ჩვენმა რესპონდენტებმა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს, თქვენს რომ პატარა ქალაქში ყველა ერთმანეთს იცნობს და არ სურთ ექიმებთან ურთიერთობის გაფუჭება, რომლებსაც პატივს სცემენ.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციის ონლაინ-პლატფორმა 6 წუთიანი ინტერვალით არეგისტრირებს. ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის თქმით, ვერც ერთი კლინიკა ვერ დაიცავს გრაფიკს და იმუშავებს მკაცრად განსაზღვრული დღის წესრიგით, იმიტომ, რომ 6 წუთი ერთი პაციენტის მომსახურებისთვის საკმარისი არ არის.
“წარმოიდგინეთ, ყოველი ადამიანი პირველ რიგში გამოკითხვას გადის, მეორე – მას უმოწმებენ წნევას, უკეთებენ აცრას. აცრის შემდეგ ხელახლა უმოწმებენ წნევას. შეუძლებელია ექვს წუთში ერთი პაციენტის გაშვება, ამიტომ, შეუძლებელია, რომ ზუსტ დროს მიიღო პაციენტი. მგონი, ეს არსად არის შესაძლებელი. პროცესი ჭიანურდება, მაგრამ ჩვენ ყველას ვიღებთ, ვინც რეგისტრირდება”, – ამბობს ალექსანდრე თოროიანი.
ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში იმუნიზაციის ერთი კაბინეტი მუშაობს.