21 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ღონისძიება „კოვიდ რეგულაციების დაცვა“ გაიმართა, რომელიც ვაქცინაციის სტიმულირებისთვის მოეწყო. მის ფარგლებში აცრა 120-მდე ადამიანმა გაიკეთა, ხალხი ვაქცინის რიგში იდგა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი მივიდნენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქი-ნინოწმინდიდან სამველ მანუკიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სტუმრები ესწრებოდა.

ცენტრალურ პარკში ხალხმრავლობა იყო. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყო, თუმცა ხალხმა ვაქცინაციის კარავთან რიგში დგომა ჯერ კიდევ გახსნამდე დაიწყო. პარკში ვაქცინაციის მობილური პუნქტი მოეწყო, სადაც თბილისელი სამედიცინო პერსონალი ყველა მსურველს ცრიდა. ვაქცინაციის კარავთან დასვენების ცენტრებში აცრილები 30 წუთის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ისვენებდნენ. მობილური პუნქტები გადაიტვირთა.

vakcina3ვაქცინაციის შემდეგ ყველას საჩუქრები გადაეცა. იქვე დამონტაჟდა მობილური კაფე, სადაც აცრილებმა საწვიმარი, ჩანთები, 3 ჟეტონი (საჭმელი, დესერტი, სასმელი), Elite Electronics-ის მაღაზიიდან ფასდაკლების ვაუჩერი  მიიღეს. გარდა ამისა, პარკში იუსტიციის სახლის მოძრავი მანქანაც იყო, სადაც აცრილებს ერთჯერადი უფასო სერვისის მიღება შეეძლოთ.

vakcinacya

ახალქალაქში ვაქცინაციის მსურველი ბევრი იყო. მთლიანობაში აცრა 120-მდე ადამიანს ჩაუტარდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლოთ ვაქცინაცია. ახალქალაქში თბილისელმა ექიმებმა საქართველოში არსებული სამივე ვაქცინა ჩამოიტანეს: Sinopharm-ი, Sinovac-ი და Pfizer-ი. უმეტესი ნაწილი ახალქალაქელებისა Pfizer-ით აიცრა, მოთხოვნადობით მეორე ადგილას Sinopharm-ი აღმოჩნდა, ხოლო Sinovac-ით მხოლოდ 2 ადამიანი აიცრა.

vakcina4

ალისა სოკოროვა რუსეთის მოქალაქეა. აცრაზე თბილისში უნდა წასულიყო, მაგრამ ახალქალაქში ეს საშუალება გამოიყენა.

“აცრა მინდოდა, მაგრამ რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ, მხოლოდ თბილისში შემეძლო. ამ ღონისძიებით ვისარგებლე და გაუსვლელად ავიცერი“, – განმარტავს ალისა სოკოროვა.

ღაზარიან კარინესაც სურდა აცრა, მაგრამ ვერ ბედავდა. გადაწყვიტა და 21 ნოემბერს აიცრა.

vakcina5

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი გამოვიდა და ხალხს აცრებისკენ მოუწოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძე ახალქალაქელებს მიესალმა და ყველას საკუთარი თავისა და ოჯახების დაცვისკენ მოუწოდა.

vakcina

პარკში ბავშვებისთვის გასართობიც მოეწყო : თამაშობდნენ ბატუტზე, ჯიხურზე ხატავდნენ და მხიარულობდნენ.

vakcina6

სცენაზე ახალქალაქის აშუღური სკოლის მოსწავლეები, ანსამბლი “მურჯი”, ასევე ჯგუფი “ბენდი რეზო და ბავშვები” და გიორგი ხუციშვილი გამოვიდნენ.

vakcin

ღონისძიებას ეკა ფანგანი და არამ ჯავაირჯიანი უძღვებოდნენ.  ეკა ფანგანმა მესამე, გამაძლიერებელი დოზა ახალქალაქის პარკში გაიკეთა.

vakcina2