ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვის სამსახურში პარასკევიდან, 6 აგვისტოდან კარანტინი გამოცხადდა, მიზეზი კორონავირუსია, რომელიც თანამშრომელს დაუდასტურდა.
ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვის სამსახურში ერთ თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი. ამის შემდეგ, პარასკევს, სერვისი დაიხურა და ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR ტესტირება. ტესტებზე პასუხების მიღების შემდეგ, ერთ თანამშრომელს კიდევ დაუდასტურდა ვირუსი.
ახალქალაქის ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლის, სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ორშაბათს სამხედრო აღრიცხვის სამსახურის თანამშრომლებს კვლავ ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე. ამის შემდეგ, უკვე გაირკვევა, როდის განახლდება მომსახურება.