საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 735 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 470, „პისიარ“ ტესტით – 18 881.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,3%, ბოლო 14 დღის – 8,33%, ბოლო შვიდი დღის – 9,25%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 444 569 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 397 240 გამოჯანმრთელდა, 6 054 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 606 988, ადამიანი, დღიურად აცრილია 23 231.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 426 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 523 პირი.

ამასთან, 6 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 052 პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.