ახალქალაქის კარატისტებმა აქსანა ავეტიანმა, დავით სესაძემ და არტემ ავაკიანმა გამოცდის ჩაბარებით “შავი ქამრები” დაიმსახურეს. აქსანა ავეტიანს უკვე მეორე გადაეცა, ხოლო სხვებმა პირველი მიიღეს.
2021 წლის 30 ივლისს, სამმა სპორტსმენმა, რომლებიც ახალქალაქის სპორტულ სკოლაში კარატეზე ინსტრუქტორ რაფაელ დარბინიანთან ერთად დადიან, “შავი ქამრის” გამოცდა ჩააბარეს.
გამოცდა საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს საბრძოლო ხელოვნების კონფედერაციის პრეზიდენტმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მსოფლიო აკადემიის ვიცე -პრეზიდენტმა (ისრაელი), აკადემიკოსმა (2011 წელი), მსოფლიო ჩემპიონმა, საქართველოს არაოლიმპიური სპორტის სახეობის კომიტეტის ვიცე -პრეზიდენტმა, კარატეს განვითარების ფონდის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ ჩაატარა.
აქსანა ავეტიანი, დავით სესაძე და არტიომ ავაკიანი დაახლოებით 10 წელია ვარჯიშობენ, ისინი სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების, ევროპის ჩემპიონატების, მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეები და პრიზიორები არიან.
სტატისტიკის თანახმად, კარატის დამწყები 10 000 სპორტსმენიდან მხოლოდ 3 აღწევს შავ ქამრამდე და მხოლოდ ერთი მათგანი ხდება მწვრთნელი (სენსეი).
-აქსანა ავეტიანმა გამოცდა ჩააბარა და მე-2 დანი მიიღო
– დავით სესიაძემ გამოცდა ჩააბარა და პირველი დანი მიიღო
-არტემ ავაკიანმა გამოცდა ჩააბარა და პირველი დენი მიიღო
კახა ბასილიამ შთაგონებისთვის სპორტსმენებს მისი წიგნი “გზა წარმატებისკენ” გადასცა.
ოლიმპიადის პროგრამაში პირველად ჩართეს სპორტი – კარატე. საქართველოდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზია გოგიტა არქანიამ მოიპოვა.