ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოკრივემ გორ აივაზიანმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი მოიგო, რომელიც 23 აპრილიდან 4 მაისამდე ერევანში იმართება. ამ გამარჯვებამ ბრინჯაოს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა.
ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონატში გორ აივაზიანი და სამველ ღაზარიანი მონაწილეობენ. სამველ ღაზარიანი (80 კგ) 29 აპრილს მეტოქესთან დამარცხდა. გორ აივაზიანი 54 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდულ ჩემპიონატში ბრძოლას აგრძელებს.
ერევანში საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ნაკრების 14 სპორტსმენიდან 6 ახალგაზრდა გააგრძელებს.
გორ აივაზიანი მრავალგზის საქართველოს და ევროპის 2022 წლის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის მედალოსანია. მისი მთავარი მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანია.