გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით 4 600 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 230 476 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4 621 ადამიანი.