13 აპრილს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა, რუბენ სადოიანმა საელჩოში საქართველოს პედაგოგ – ქორეოგრაფთა ხელმძღვანელი ნატალია დიღმელაშვილი და “ჯეირანი” და “მუშ” ცეკვის ანსამბლების სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი მიიღო.
საცეკვაო ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის ნატალია დიღმელაშვილი და სვეტალანა ერიციანი სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს ელჩმა ისაუბრა და მიულოცა სტუმრებს მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება.
ნატალია დიღმელაშვილმა და სვეტლანა ერიციანმა გულითადი მადლობა გადაუხადეს სომხეთის ხელისუფლებას, რომ ასეთი ძვირფასი ჯილდო გადასცეს.