სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 12 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 190 741 შემთხვევაა დადასტურებული.
სომხეთში დღემდე ვირუსს 3 476 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 172 096-ია.