მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.1 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 40 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 26.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.
ყველაზე მეტი 1.63 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 470 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 467 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი – 345 მილიონი.
Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49.6%, აშშ-ში 49.5%, დიდ ბრიტანეთში კი 57.1%