მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 116 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 580 827 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 91 878 930-ია.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების 21.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.