სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიწყო. მტრის მორიგი პროვოკაციის მოგერიებისას სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ იმ სამი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გამოავლინა, ვინც 28 ივლისის ღამეს დაიღუპნენ.
”მტრის მორიგი შეიარაღებული პროვოკაციის მოგერიების დროს უფროსი ლეიტენანტი ჰაიკ ოვანესის ძე გევორკიანი, რიგითი კორიუნ სლავიკის ძე ჰარუთიანიანი და დავით გარნიკის ძე ქოჩარიანი დაიღუპნენ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების დახმარებით შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით. ამ დროისთვის შეთანხმება ძალაში რჩერბა”, – იტყობინებიან უწყებიდან.