სომხეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 162 643-მდე გაიზარდა, – იტყობინება ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი, სამშაბათს.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 11 იანვრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა 162,288 იყო, ამრიგად, დღეში ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
2 941 ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში კორონავირუსის გართულებებით (პლუს 10 ბოლო დღის განმავლობაში).
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო, არის 707 (პლუს 5 ბოლო დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვია – 150 602. 8393 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 611 815.