ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობა გამოაცხადა

ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობა გამოაცხადა

პრინციპულ საკითხად მიმაჩნია ჩვენი შიდა ლეგიტიმურობის გაძლიერება, რაც ახალი კონსტიტუციის მიღებაში უნდა გამოიხატოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 22 ნოემბერს, კომპლექსში გამართულ დახურულ ღონისძიებაზე განაცხადა, იუწყება news.am.

საჯარო მოხელეების წინაშე გამოსვლისას მან საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლებასა და ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„იარაღისა და აღჭურვილობის შეძენის, თავდაცვის ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობები მრავალჯერ იზრდება.

პრინციპულ საკითხად მიმაჩნია ჩვენი შიდა ლეგიტიმურობის გაძლიერება, რაც ახალი კონსტიტუციის მიღებაში უნდა გამოიხატოს.“

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებას მთელი პოლიტიკური ელიტა ესწრება.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე