სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 22 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 201 158 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 697 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 180 160-ია.