სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა.
სომხეთის მთავრობის ხელმძვანელი აცხადებს, რომ არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნებია.
„შეხვედრა მქონდა „აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერ გაგიკ წარუკიანთან. შეხვედრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იმ კონსულტაციების გათვალისწინებით, რაც მე მქონდა სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯთან“, „ნათელი სომხეთის“ ფრაქციის ლიდერთან, ედმონ მარუკიანთან, მიმდინარე წლის 20 ივნისს, რესპუბლიკაში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ – აცხადებს ფაშინიანი.