სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 420 498 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 493 გარდაიცვალა, 403 671. კი – გამოჯანმრთელდა.