სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 169 597 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 155 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 161 476-ია.