ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწათმოქმედები მოსავალს არ აზღვევდნენ, მაგრამ ფერმერების სურვილი საბოლოოდ მაშინ გაქრა, როდესაც უმეტესმა ნაწილმა კარტოფილის მოსავლის გაყიდვა ვერ შეძლო და ნაგავსაყრელზე გადაყარეს.
მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის მოსავალი ხშირად სტიქიური უბედურებებისგან ზარალდება, ფერმერები მას მაინც არ აზღვევენ. იმის მიუხედავად, რომ დაზღვევის თანხის 70%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 30%-ს ფერმერები. გარკვეული რაოდენობდა ცდილობდა მოსავლის დაზღვევას, მაგრამ მათმა უმეტესობამ ეს მეორედ აღარ გააკეთეს. Jnews–ის გამოკითხვებიდან გაირკვა, რომ სოფლებში სადაზღვევო კომპანიების მიმართ უნდობლობაა.
სოფელ გომანის მცხოვრების, ჩრახიან ჰარუთუნის თქმით, სოფელში მოსავალს ორი მიზეზის გამო არ აზღვევენ.
“დავაზღვიე ჩემი პირუტყვი და არაფერი მიმიღია. ეს ჩვენთან არ არის მიღებული. თუ ვინმე დააზღვევს შეიძლება სხვებიც დაინტერესდნენ. ჩვენთან მიწებიც არ არის რეგისტრირებული”, – ამბობს ის. (ფერმერს შეუძლია დააზღვიოს თავისი მოსავალი, თუ მისი მიწა დარეგისტრირდება).
გომანის მცხოვრები აკობიანი გაღიზიანებული ამბობს, რომ ფულის დაზღვევაში დახარჯვას აზრი არ აქვს.
“არა, არ გვინდა. ცოტა გვაქვს კარტოფილი. შარშან კარგი მოსავალი მივიღეთ და ყველაფერი ნაგავში გადავყარეთ, ვერ გავყიდეთ”, – განმარტავს აკობიანი.
ზოგი თავის იმით იმართლებს, რომ მათი მიწები რეგისტრირებული არ არის. მაგრამ შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა დარეგისტრირებას, ისინი გვპასუხობენ:
“ეს უკვე დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების ოდენობაზე. რამდენ ხანს უნდა ვდიოთ მათ კომპენსაციის მისაღებად”, – ამბობს სოფელ ზაქის მკვიდრი.
ზოგიერთი მიწათმოქმედის პასუხი სოფლის მეურნეობისა დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს.
“ვიღაცამ ხომ უნდა შემოგვთავაზოს, არავინ მოსულა ჩვენთან. არც კომპანიის მომუშავეებს არ შემოუთავაზებიათ. თუმცა ამ შემთხვევაშიც დავფიქრდებოდით, იქნებოდა თუ არა მომგებიანი. თუ 1000 ლარს გადავიხდი და ან 400 ლარს მივიღებ ან კარტოფილის ვერ გავყიდი ჩემთვის ეს წამგებიანი იქნება ”- ამბობს სოფელ ოლავერდის მცხოვრები ალექსან ბერიკიანი.
ალექსანის თქმით, მათ სოფელში 1-2 ადამიანი ძლივს მოიძებნება, რომლებმაც მოსავალი დააზღვიეს.
სოფელ ჩამდურას მსხვილი მიწათმოქმედი ამბობს, რომ წელს მან 8000 ლარი დახარჯა დაზღვევაში. სეტყვამ არ დააზიანა მისი მიწები. მან მარცვლეული და კარტოფილი დააზღვია.
“5 წელია ზედიზედ ვაზღვევ, იმ წლებში სეტყვამ არ დააზიანა ჩემი მინდვრები, ერთი წელი არ დავაზღვიე და სწორედ ამან გამოიწვია სერიოზული ზიანი. წელს ურთიერთობა ყოველთვის კომპანიის სასარგებლოდ წყდება. ორ თვეში ყველაფერი ნათელი იქნება. მათ სიტუაცია არარეალურად შეაფასეს”, – ამბობს ფერმერი ჩამდურიდან.
სოფლის მეურნეობის დაზღვევა საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს. სადაზღვევო კომპანია საკმაოდ ბევრია. წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის დაზღვევის ბაზარზე 8 კომპანია მუშაობს: “ალდაგი”, “პრაიმ” სადაზღვევო კომპანია, “ევროინს”საქართველო, არდი, ალფა, TBS დაზღვევა, “ნიუ ვიჟენ” დაზღვევა, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ “ალდაგს” აქვს ოფისი, ხოლო “ნიუ ვიჟენის სადაზღვევოს” წარმომადგენელი ჰყავს.
მოსავლის დაზღვევა სამთავრობო პროგრამაა. სადაზღვევო კომპანიას თანხის 70%-ს სახელმწიფო უხდის, ხოლო 30%-ს – მიწის მესაკუთრე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა კომპანია მოსავლის აღებას სეტყვის, წყალდიდობის, შემოდგომის ყინვებისა და ქარიშხლისგან აზღვევს.
შეგახსენებთ, რომ 1 ჰექტარ კარტოფილის მიწაზე დაზღვეული ჯამური თანხა შეადგენს 1275 ლარს, საიდანაც 382.50 ლარს ფერმერი, ხოლო 892.50 ლარს სახელმწიფო იხდის. დაზღვევის სტანდარტის თანახმად, კარტოფილის მინდვრის 1 ჰექტარზე 100% -იანი ზიანისთვის შეგიძლიათ მიიღოთ 15,000 ლარი. ეს თანხა გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუკი 25,000 კგ / ჰა-ზე მოსავლიანობა 1 კგ კარტოფილის ღირებულება 0,60 თეთრია.