1 ნოემბერს 25 წლის უფროსი ლეიტენანტის, სამველ ოვანისიანის ოცნებები და ცხოვრება შეწყდა. იგი ყარაბაღში მსახურობდა.

სამველი 1995 წლის 7 ნოემბერს, ახალქალაქის რაიონის სოფელ აგანაში დაიბადა. დაამთავრა ადგილობრივი სომხური საშუალო სკოლა და სწავლა ერევანში განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარტაკერტში დაიწყო მუშაობა.  ახლობლებმა სამველის შემდგომი გეგმების შესახებ არ იცოდნენ.  დედამ, კარინე კაროიანმა, როცა  შვილის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ეგონა, რომ ჩაბარებას ვერ შეძლებდა.

Aganai herose

”როდესაც სკოლა დაამთავრა თქვა, რომ ვაზგენ სარქისიანის სახელობის უნივერსიტეტში აბარებდა. ვიფიქრეთ, რომ ვერ შეძლებდა, მაგრამ  წავიდა და მიიღეს, საკუთარი ძალებით ჩააბარა. მინდოდა ექიმი გამხდარიყო, ძალიან ნაზი იყო, გრძელი თითები ჰქონდა. ვეუბნებოდი, რომ გამხდარი ხელები ჰქონდა და კარგი სტომატოლოგი იქნებოდა. სკოლაში კარგად ისწავლა და ბევრმა ურჩია, ექიმი გამხდარიყო, მაგრამ მას უკვე გადაწყვიტილი ჰქონდა”, – ამბობს სამველის დედა.

სამველი თავის რვეულებში წერდა, რომ ოცნებობდა ვაზგენ სარქისიანის უნივერსიტეტში ჩაბარებაზე – მისი ოცნება ახდა.

andznakan irer

”ძალიან უყვარდა ჯავახეთი. როცა შვებულებაში იყო, სომხეთში არცერთი დღით არ რჩებოდა, მაშინვე ჩამოდიოდა, რომ რაც შეიძლება მეტხანს დარჩენილიყო. მაგრამ როცა მიდიოდა არ წუწუნებდა, სამხედრო ფორმა ეცვა და დიდი სიხარულით და სიყვარულით ატარებდა. ჩემს სამველს ძალიან უყვარდა თავისი საქმე”, – ამბობს შვილმკვდარი დედა.

Samveli usadirnery

ქალბატონი კარინე ყვება, რომ მისი შვილი ძალიან თავშეკავებული და მშვიდი ადამიანი იყო:

”ის ძალიან კეთილი, მშვიდი იყო. არავის აწყენინებდა.”

სამველ სურდა დაოჯახებულიყო, ქალიშვილი ჰყოლოდა  და ერევანში სახლი შეეძინა, მაგრამ ომი  დაიწყო  და  ყველაფერი შეუსრულებელი დარჩა.

35 დღე იბრძოდა მარტაკერტში, არტილერისტი იყო. 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა, ადგილას, სადაც სამხედრო ოპერაციებს ატარებდა.

დედა შვილის გარდაცვალების შესახებ მის დაბადების დღეს – 7 ნოემბერს გებულობს. როდესაც მას 25 წელი უნდ შესრულებოდა. ნათესავები შეიკრიბნენ და ესტუმრნენ, დედა მაშინვე მიხვდა რაში იყო საქმე.

”ომის დაწყებიდან შუადღემდე არ ვიცოდი, რომ ომი დაიწყო. მინდორში წავედი ჩვენი ნათესავის დასახმარებლად, როდესაც დავბრუნდი, მეზობლის შვილმა მითხრა, რომ ყარაბაღში ომი დაიწყო,  სახლში დავბრუნდი, ინტერნეტში შევედი და დარწმუნდი, რომ ეს სიმართლე იყო. ჩვენ სულ ველაპარაკებოდით მას, თუ მე არა, ჩემს დას ელაპარაკებოდა. ის სომხეთში ცხოვრობს, შემდეგ მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ სამველს ესაუბრა ”, – ცრემლების შეკავებით იხსენებს სამველ ოვნიანისანის დედა.

დედა შვილს ბოლოს 31 ოქტომბერს ესაუბრა.

სამხედრო ვითარების და სირთულეების მიუხედავად, სამველს არასდროს ულაპარაკია ომის შესახებ, და მისმა მშობლებმა იცოდნენ, რომ უფროს ლეიტენანტისთვის ბევრი კითხვა არ უნდა დაესვათ.

”ვიცოდი, რომ არ უნდა დამერეკა. რომ ვურეკავდი, არ ვეკითხებოდი რას აკეთებდა, რადგან სიმართლეს ვერ მეტყოდა”, – განმარტავს კარინე კაროიანი

როგორც სხვა ჯარისკაცები, ასევე სამველიც, როცა საშუალება ჰქონდა სახლში რეკავდა, ხოლო თუ შესაძლებლობელი იყო,  მისი ჯარისკაცების მშობლებსაც უკავშირდებოდა.
”ის ყოველთვის მეუბნებოდა – დედიკო, კარგად ვარ. როცა ვურეკავდი, არც გასროლის და არც აფეთქების ხმა არ მესმოდა. არასდროს მიფიქრია, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო ”, – ამბობს კარინე.

საომარი მოქმედებების დროს სამველმა სხეულის დაზიანება მიიღო. ნატეხების ამოსაღებად საავადმყოფოში წასვლა ვერ მოასწრო.

სიკვდილის პირასაც კი კაპიტანი სამველი მის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა – სამველი არასდროს იხევდა უკან.

”ჩემს მეორე ვაჟს უთხრეს, რომ შენს ძმას არასდროს დაუხევია უკან. მსჯელობისას მაშინვე ამბობდა, რომ წავიდოდა. სთხოვდნენ – სამო, ცოტათი დაისვენე (მას სამოს ეძახდნენ). თუმცა პასუხობდა, რომ წასასვლელად მზად იყო  და ყველაფერს გავაკეთებდა. მისი გარდაცვალების შესახებ დოკუმენტებში წერია, რომ ის თვითმფრინავის დარტყმის ან საჰაერო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მთები მთლიანად განადგურებულია”, – ამბობს ქალბატონი კარინე.

სამველის დედას უნდოდა, მისი შვილი სხვა დანარჩენი გმირების მსგავსად იერაბლურში დაეკრძალათ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახლა შვილი მშობლიურ სოფელში განისვენებს.

Samveli gerezmany

”იმ დროს მთელ მსოფლიოზე ვიყავი განაწყენებული, ვფიქრობდი, რომ სწორი  სოფლის დატოვება იქნებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ აქ დარჩენაა სწორი. ყოველდღე მივდივართ სასაფლაოზე და სანთლებს ვანთებ. აქ არის ჩვენი იერაბლური ”.

სამველი ქაღალდზე თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდებს აღწერდა. მშობლებთან და ძებთან  დაბრუნების შესახებაც დაწერა.

Samveli mama

zardatup

Ես անպայման գալու եմ,
Հորս ու մորս ամեն հարցում օգնելու եմ,
Ախպերներիս մեջքին կանգնելու եմ,
Թե պետք լինի, իրենց սաղի համար կյանքս տալու եմ։
Սիրում եմ քեզ մայրիկ,
Մի տխրիր,
Քո զինվորը տուն կգա․․․

banasteghcutyun samvel

სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილ დედას ერთ ხელში შვილის გაკეთებული ზარდახშა უჭირავს, მეორეში კი ვაჟის დაწერილი ლექსი, რომელსაც ცრემლების შეკავებით კითხულობს.

სამველ ჰოვანისიანი სიკვდილის შემდეგ “მამაცობის” მედლით დაჯილდოვდა, რომელიც 3 ივნისს საქართველოში სომხეთის ელჩმა პირადად გადასცა მშობლებს. მის ოჯახს “ჯავახკი სომხების გვერდით” ფონდი დაეხმარა. დედის თქმით, სომხეთს ყურადღება არ გამოუჩენია.

ariutyan medal