სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 229 867-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულია 4 608 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსისგან 219 701 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 5 550-ს აჭარბებს.