სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 094 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 16 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 189 540 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 450 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 170 903-ია.