საქართველო კორონავირუსზე ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით ევროპაში ბოლო ადგილზეა.
Our World in Data-ს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველ 100 მოსახლეზე 7.8 -ს შეადგენს. ამასთანავე, 3.1% ორჯერ არის აცრილი, ხოლო 4.7% -ერთხელ.
ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს შორის არის მალტაში, სადაც ვაქცინირებულია მოსახლეობის 76%. ისლანდია ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა.
მეზობელ აზერბაიჯანში ქვეყნის მოსახლეობის 26% აცრილია. სომხეთში იმუნიზებულია მოსახლეობის 6,5%.