დღეს, 17 ივლისს, ახალქალაქს კონცერტით ეწვია რუსი პიანისტი, პოლინა ოსეტინსკაია. იგი ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მიტროპოლიტის სახლის მეორე სართულზე, რომელიც საკონცერტო დარბაზის ფუნქციას ასრულებს, პიანისტმა ბახის ნაწარმოებები შეასრულა.

ღონისძიება მიტროპოლიტის მოკლე შესავლით დაიწყო, რომელმაც კონცერტის წინაისტორიაზე ისაუბრა, სტუმრებს პიანისტი და მისი შესრულებული ნაწარმოებები გააცნო. მოწვეულთა შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქსა და ნინოწმინის მუნიციპალიტეტებიდან, სამველ მანუკიანი, ახალქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელი, ნაირი ირიციანი და ახალქალაქის სხვა მცხოვრებლები.

 bach6

 bach7

 bach12

 bach13

მიტროპოლიტის სახლის ეზოში ფურშეტის პატარა მაგიდის შემდეგ, სტუმრებმა დარბაზში გადაინაცვლეს. კონცერტის განსაკუთრებული მახასიათებელი იყო ის, რომ პოლინამ სრულ სიბნელეში შეასრულა ბახის “გოლბერგ-ვარიაციები”. კონცერტის დროს სტუმრებმა ტელეფონები სპეციალურ კარადაში შეინახეს, გადაღება აკრძალული იყო, რომ ხელი არ შეეშალათ, არც აუდიტორიისთვის და, არც არტისტისთვის.

საათნახევრის განმავლობაში დარბაზი ჩაფლული იყო მაგიური მუსიკის სამყაროში და მაყურებელმა ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება მიიღო. პოლინამ თავისი შესრულებით მოხიბლა, არა მხოლოდ დახვეწილი გემოვნების მაყურებელი, არამედ ისინიც, ვინც პირველად გაეცნო ბახის შემოქმედებას. კონცერტის ბოლოს მაყურებლის აპლოდისმენტები ისმოდა.

 bach17

როგორც პოლინა ოსეტინსკაიამ განაცხადა, ახალქალაქის აუდიტორია მოეწონა, ყურადღებით და სიამოვნებით უსმენდნენ.

“იმ საღამოს მოვამზადე ლობიო – ქართული კერძი და დავიწყე ფიქრი, რას გავაკეთებთ ზაფხულში? შემდეგ მეუფე მირეკავს და ზაფხულში საქართველოში გამოსასვლელად მეპატიჟება. გადავწყვიტე, რომ ეს წმინდა ხელობაა. ძალიან აღელვებული ვიყავი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. უკვე მოვასწარით მიდამოებში გასეირნება, ყველაფერი ძალიან მომეწონა, ”- ყვება პიანისტი.

бах16

”სუფთა მუსიკის საათნახევარი” – ასე აღწერს დღევანდელ კონცერტს თავად მიტროპოლიტი.

“მე შეიძლება მეწოდოს გამოცდილი მსმენელი. მე მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით კარგი მუსიკა. მაგრამ ჩემთვის ყველა მუსიკა იყოფა ორ ტიპად – ბახი და ყველა დანარჩენი. მსოფლიოში ძალიან ცოტა შემსრულებელია, ვისაც ბახის დაკვრა შეუძლია. პოლინა აბსოლუტურად შემთხვევით ვიპოვე ინტერნეტში. შემდეგ ვიპოვნე მისი ოფიციალური ვებგვერდი, გამოცხადდა კონცერტი, სპეციალურად მივედი, მოვისმინე მისი კონცერტი მოსკოვში. იქვე შევთანხმდით, რომ მან კონცერტი უნდა ჩაატაროს ჩვენს ქალაქში, თუ იქნება შესაბამისი პირობები “, – თქვა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

პირობებში ინსტრუმენტს გულისხმობდა და როიალს. 50 000 ევროს ღირებულების როიალი სამი დღით ითხოვეს.

 bach2

კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრებს შესთავაზეს ტკბილეული, აგრეთვე დისკები პოლინა ოსტეინსკაიას  ჩანაწერით.


 bach8

ამელია ბაბაიანი