სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 4 700 ტესტი ჩატარდა.
16 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 227 111 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 218 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 558 ადამიანი გარდაიცვალა. 1 110-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.