კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი იმპორტირებული, ორზე კი, კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს პირველ არხზე განუცხადეს.
„ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ს შეადგენს. აქედან ორი ლენჯერის კლასტერია, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი იმპორტირებული, ორ ინფიცირებულზე კი, ეპიდკვლევა მიმდინარეობს“, – აცხადებენ ინფექციურში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, კვლავ 1088 შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.