ყარაბაღის ბრძოლაში დაიღუპა სამხედრო პირი, არტილერისტი ალბერტ ჰოვანნისიანი, ვისი ფოტო არა მხოლოდ სომხურ მედიას შორის, არამედ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. აღნიშნულის შესახებ PanArmenian იუწყება.
ბოლო დღეებში, განსაკუთრებით მწვავე ბრძოლა მიმდინარეობს ყარაბაღის თავდაცვის არმიის სამხრეთით, სადაც ის იმყოფებოდა.
არტილერისტის გარდაცვალების შესახებ გვაცნობა მისმა მამამ, არტაკ ჰოვანნისიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ტკივილი აუღწერელია, ტკივილი დიდი და მძიმეა, მაგრამ სიამაყის განცდა კიდევა უფრო დიდია.
“ცრემლებს გარდა, რომელბიც მახრჩობს, მინდა გთხოვოთ, რომ ალბერტი, ყველა თქვენთაგანის მოგონებებში, დარჩეს ახალგაზრდა, ძალიან ოპტიმისტური, უაღრესად პატრიოტი ადამიანი, ვისაც დიდი ოცნებები ჰქონდა და ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. სამშობლო მისი უდიდესი სიყვარული იყო. ჩემი ტკივილი მძიმე და დიდია, მაგრამ უფრო მეტად ვამაყობ, რომ პატრიოტი სომეხი შვილის, დღევანდელი დღის ნამდვილი გმირის მამა ვარ”,- წერს ის.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს დილით ადრე, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს მძიმე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები მიაყენა, როგორც სამხედრო ობიექტების, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მათ შორის სტეფანაკერტს, შუშის და გდრუტს. სომხეთში და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საბრძოლო ვითარებაა გამოცხადებული.